ბაკურიანი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ საკურორტო ზონას განსაკუთრებულს ხდის ის ფაქტი, რომ ის არა მხოლოდ სამთო სათხილამურო კურორტია, არამედ არანაკლები დატვირთულობით სარგებლობს, როგორც გასაფხულის ე.წ. „დამტვერვის“ სეზონზე ასევე ზაფხულშიც. შესაბამისად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაკურიანი არის 4 სეზონის კურორტი.
ტერასა რეზორთ ბაკურიანი მდებარეობს ამირანის პარკიდან 400 მეტრში პირდაპირ წიწვოვანი ტყის პირას. კომპლექსი 10000 კვ.მ -ზეა გაშენებული და მოიცავს როგორც საცხოვრებელ ასევე სასტუმროს კომპლექსს, რესტორანს , ბარს საცურაო აუზს, კონსიერჟსა და სკიდეპოს. საპროექტო ტერიტორიის ნახევარი - 5000კვ.მ ეთმობა რეკრეაციულ ზონას.
პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს რაც გულისხმობს სასტუმროს ფუნქციურად დატვირთვას, რენსტორნების ბარებისა და აუზების გახსნას. აღსანიშნავია, რომ ტერასა ჯგუფმა ასევე იზრუნა ყველა დამატებით სერვისზე. კომპლექსში სასტუმროს ტიპის აპარტამენტებზე ჰოსფითალითი ჯორჯიასთან ერთად ტერასა ჯგუფი მობინადრეებს თავაზობს გაქირავების სრულ მოსახურებას, რა თქმა უნდა სურვილის არსეობის შემთხვევაში. ასევე, ყოველდღიურ ტრანსფერს რეზორთიდან სხვადასხვა სათხილამურო ტრასებზე, კონსიერჟის მომსახურებას 24/7-ზე , დაცვას დასუფთავებასა და ტერიტორიის სრულ მოვლა პატრონობას.
კურორტზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პარალელურად, ბაკურიანში აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ ტურიზმის აღდგენასთან, არამედ 2023 და 2025 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატთან, რომელსაც სწორედ ჩვენს ქვეყანაში ვმასპინძლობთ. ამ დროისათვის კომპლექსს ფუნქციონირება დაწყებული ექნება და შესაბამისად მზად იქნება დამსვენებლების მისაღებად.