ტერასა ბაკურიანი

დასრულების თარიღი: 1 ოქტომბერი 2022
ტერასა ბაკურიანი
პროექტის სტატუსი
43 %
ადგილმდებარეობა
ბაკურიანი

 ახალი საინვესტიციო პროქტი, რომლის არქიტექტურა და კონცეფცია სრულად ერწყმის გარემოს.

ტერასა ბაკურიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც საქართველოს ყველაზე განვითარებული ზამთრის კურორტის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული შენაძენი იქნება.

საკურორტო პროექტი ქალაქის ცენტრში, ამირანის პარკთან შენდება.

ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ტერასა ბაკურიანის გამორჩეული უპირატესობაა, რაც დამსვენებელს ხელს უწყობს დაისვენოს ქალაქის განვითარებულ ცენტრში, მაგრამ ამავდროულად შეიგრძნოს ბუნების სიჯანსაღე და სიმშვიდე.

ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ამ მიზეზით, ყოველ სეზონზე, ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. შესაბამისად ტერასა ბაკურიანი ერთ-ერთი გონივრული ინვესტიციის საშუალებაა.

ბაკურიანის მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასები - დიდველი, კოხტა, 25-იანები და ა.შ. ხიბლავს, როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ მოთხილამურეებს.

ჩვენი პროექტი თავიდან ბოლომდე სრულყოფილია, რადგან სასტუმროს შენობისა და აპარტამენტების გარდა მოეწყობა დამატებითი ინფრასტრუქტურა, რაც ნებისმიერი დამსვენებლის თითოეულ დღეს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

პროექტში გათვალისწინებულია საკუთარი შიდა რეკრეაციული ზონა, დახურული საცურაო აუზი,რესტორანი,კონსიერჟი, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები და რაც მთავარია, ტერიტორია იქნება სრულად დაცული.

ტერასა ბაკურიანის აპარტამენტები სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდება.

მრავალფეროვანი სარემონტო კატალოგი ყველა კლიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავისი გემოვნებით მოაწყოს აპარტამენტი, რომელიც გონივრული ინვესტიციისა და ბედნიერი დასვენების ნაწილი იქნება.

 

სრული რემონტი მოიცავს:

·    

 • დასრულებულ მშენებლობას.

• კეთილმოწყობილ ეზოსა და სადარბაზოს.

• მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი შემინვით.

• ინტერნეტის და ტელევიზიის ხაზები.

• მთავარი შესასვლელი რკინის კარი.

• ბინაში შეყვანილი ცენტრალური კომუნიკაციები. დაქსელვითა და გამრიცხველიანებით.

• გათბობის სისტემა.

• შეღებელი კედლები.

• შიდა ტიხრები.

• ლამინირებული ხის შიდა კარები.

• თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი.

• ლამინატის იატაკი.

• სანტექნიკური კომპლექტი.

• კერამოგრანიტის ფილები აბაზანასა და სამზარეულოს კედელთან.

• ავეჯის კომპლექტი.

• საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ქურის ზედაპირი, გამწოვი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი.

 

გაზიარება Facebook-ზე