ტერასა საბურთალო

დასრულების თარიღი: 31 დეკემბერი 2022
ტერასა საბურთალო
პროექტის სტატუსი
85 %
ადგილმდებარეობა
სანდრო ეულის ქუჩა № 7

 სახლი - საკუთარი პარკებით, დახვეწილი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთისა და აი კალათბურთის მოედნითაც კი. დიახ ეს ტერასა საბურთალოა - ტეტრის დეველოპმენტისგან, მრავალფუნქციური, დახვეწილი და სწორედ ისეთი სივრცე შენ რომ მუდამ ეძებდი საცხოვრებლად.

 

აქ ყოველი დილა სუფთა ჰაერისა და სრული ჰარმონიის შეგრძნებით დაიწყება. იცი რატომ? იმიტომ რომ ტერიტორიის 1000 კვ.მ მწვანე იქნება. მარტო ფოთლოვანი კი არა წიწვოვანი ხე-მცენარეებითაც იქნება ეზო დაფარული. ეს იქნება სივრცე, სადაც ნებისმიერ დროს შეგეძლება დაისვენო და დატკბე მშვიდი და ბედნიერი აურით.

 

ტერასა საბურთალო თავიდან ბოლომდე მორგებულია და შექმნილია თანამედროვე და შემდგარი ადამინისათვის. ეს ის პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრშია, მაგრამ ამავდროულად მთლიანად მოწყვეტილია ხმაურისა და დამღლელი გარემოსგან. პროექტის გათვალისიწნებით იქნება სხვადასხვა ზონები, კერძოდ: გამწვანების ზონა, სადაც მაქსიმალურად შენარჩუნებულია არსებული მწვანე ნარგავები, ღია ავტოსადგომები, სპროტული ზონა და 3 საცხოვრებელი კორპუსი.

 

ჩვენი პროექტი გამორჩეული იქნება დახვეწილი ინფრასტრუქტურით და მართლაც, რომ ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინებით. ჯამში სამი მსგავსი კორპუსი აშენდება, ორი 21 სართულიანი ხოლო მესამე 22 სართულიანი, სართულზე 6 ბინა განთავსდება. სადაც ბინები სრული რემონტით ჩაგბარდებათ.

ბინის შერჩევისას, ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევ ხარისხს, და ეს სწორი საქციელიცაა. ჩვენი შენობები იზობლოკით აშენდება, რაც ნიშნავს შემდეგს: მოხდება ხმის იზოლაცია, და შენი სახლი კიდევ უფრო მყუდრო გახდება. რაც ასევე უზრუნველყოფს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვას

 

რაც მთავარია, ტერასა ჯგუფი თავისი მომავალი მობინადრეების უსაფრთხოებაზე მუდამ ზრუნავს, სწორედ ამიტომ პროექტი აშენდება ახალი რეგულაციების მიხედვით. კერძოდ: საქართველოს მთავრობის #41 დადგენილების მიხედვით. ეს ითვალისწინებს: სახანძრო უსაფრთხოებას, გამწვანებას და ა.შ. ამისგარდა, კორპუსს გააჩნია 2 კიბის უჯრედი, 2 ლიფტი და ყველა ბინას დაპროექტებული აქვს ღია საზაფხულო ფართი.

და მაინც რატომ ტერასა საბურთალო?

• მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის საუკეთესო ადგილას

• გადახდის მოქნილი პირობა

• ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინების ფართო არჩევანი

• ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები

• დაცული გარემო

• მაღალი ხარისხის ლიფტები

• 1100 კვ.მ რეკრეაციული ზონა

• საბავშვო და სპორტული ზონა

• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

• კომერციული ფართი

• შიდა და გარე საპარკინგე ადგილები

• უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალები

• შენი სურვილის მიხედვით შერჩეული დიზაინი და გეგმარება

• სივრცე, შენ რომ მუდამ ეძებდი საცხოვრებლად

გაზიარება Facebook-ზე