ტერასა პარკ რეზიდენსი

დასრულების თარიღი: 25 დეკემბერი 2025
ტერასა პარკ რეზიდენსი
პროექტის სტატუსი
16 %
ადგილმდებარეობა
თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი (წულაძის ქუჩა N34)

კონცეფცია

TERRASSA PARK RESIDENCE-ახალი საცხოვრებელი უბანი  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე. 

წარმოიდგინე გარემო, სადაც ყველაფერია შენი მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის. პროექტის იდეაზე მუშაობის დროს ძირითადი აქცენტი მოქნილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე გაკეთდა.

ახალი საცხოვრებელი უბანი იდეალურ სივრცეს ქმნის როგორც ახალგაზრდების და სტუდენტების, ასევე დიდი თუ ახლად შექმნილი ოჯახებისთვის.

 

ინფრასტრუქტურა

ტერასა პარკ რეზიდენსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, 40.000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე შენდება, სადაც 16.422 კვ.მ. სარეკრეაციო სივრცეს ეთმობა.

პროექტი შედგება 6 შენობისგან და თითოეული შენობა 8 სართულიანია. ბინები იწყება 38,69 კვ.მ-დან. ყველა ბინას დაპროექტებული აქვს ღია საზაფხულო ფართი და ბარდება პრემიუმ კარკასის კონდიციით.

ახალი საცხოვრებელი უბანი, მაქსიმალურად არის მორგებული მაცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე. 

ბინის შეძენისას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობა ხარისხსს. ჩვენი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის #41 დადგენილების მიხედვით. გამოიყენება ენერგო ეფექტური და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. 

 

საცხოვრებელ კომპლექსში თქვენ დაგხვდებათ აქტიური, მეგობრული სამეზობლო გარემო და დახვეწილი ინფრასტრუქტურა:

  • იზოლირებული და დაცული ტერიტორია 24/7 დაცვის სისტემით;
  • მოსასვენებელი სივრცეები;
  • საბავშვო და სპორტული მოედნები;
  • CAR FREE ზონები;
  • ღია და დახურული ავტოსადგომები;
  • საცურაო აუზი და ყველა პირობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

 

TERRASSA PARK RESIDENCE - ეს არის გარემო, რომელსაც ყოველთვის ეძებდით.  

 

გაზიარება Facebook-ზე