ტერასა ბათუმი რეზიდენს

დასრულების თარიღი: 18 მაისი 2022
პროექტის სტატუსი
53 %
ადგილმდებარეობა
ბათუმი

 საქართველოში ყველაზე მოთხოვნად ზაფხულის კურორტზე ტერასა ჯგუფი ახალი მულტიფუნქციური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც ზღვის სანაპიროდან  350 მეტრში, ახალი ბულვართან, მდებარეობს.

 

„ტერასა ბათუმი რეზიდენს“ აერთიანებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, საცურაო აუზს, კომერციულ ფართებს, დახურულ ავტოსადგომსა და  კონსიერჟის სივრცეს.

 

ტერასა ბათუმი რეზიდენსის აპარტამენტები გამოირჩევა ოპტიმალური გეგმარებით და არაჩვეულებრივი ხედებით. პროექტის ადგილმდებარეობა განაპირობებს მშვიდ გარემოში განტვირთვასა და დასვენებას. ამასთან, ახლომდებარე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრები და სხვადასხა სახის გასართობი ობიექტები კიდევ უფრო გაუმარტივებს და გაუხალისებს თითოეულ დამსვენებელს ბათუმში გატარებულ დროს.

 

ამასთან,  „ტერასა ჯგუფი“ ბინათმფლობელებს სთავაზობს აპარტამენტების გაქირავების მოქნილ სერვისს, რომელიც ტურისტულ სეზონზე შემოსავლის უწყვეტად მიღების საშუალებას იძლევა.

გაზიარება Facebook-ზე